მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები მოდელებთან ერთად გაერთნენ

ბრიტანული გამოცემა Sun-ის ინფორმაციით მანჩესტერ სიტის მოთამაშეებმა საღამო მოაწყვეს, რომელზეც მილანიდან ჩაყვანილი 22 მოდელი ჰყავდათ. ქალაქელებმა თავს მოდუნების უფლება ასტონ-ვილას განადგურების შემდეგ მისცეს. ღონისძიებაზე ფეხბურთელების მეუღლეები არ იმყოფებოდნენ. ხოსეპ გვარდიოლამ ფეხბურთელებს განტვირთვის უფლება მისცა, თუმცა რამდენად იცოდა პეპმა მოდელების ჩაყვანის ამბავი უცნობია.