მარადონას ადვოკატმა ფეხბურთელის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი დაასახელა

ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალების მიზეზი ცუდი სამედიცინო დახმარება გახდა, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, მატიას მორლამ განაცხადა.

”სამედიცინო დახმარება იყო საშინელი, რის გამოც ის გარდაიცვალა”, - განუცხადა მორლამ ჟურნალისტებს პროკურორებთან შეხვედრის შემდეგ.

მორლას თქმით, საავადმყოფოში, სადაც მარადონას გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე ოპერაცია ჩაუტარდა, სახლის პირობებში მკურნალობას არ ურჩევდნენ, თუმცა ფეხბურთელის ნათესავებმა გადაწყვიტეს, ის ბუენოს-აირესის გარეუბანში ნაქირავებ სახლში გადაეყვანათ, სადაც მას სამედიცინო პერსონალი უვლიდა.

"სიგიჟე იყო. ექიმები ამბობდნენ, რომ ის საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო. ბოლოს მარადონა გასული წლის 16 ნოემბერს ვნახე. უცნაური ხმა ჰქონდა, რობოტივით", - აღნიშნა ადვოკატმა.

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა, რამაც ფილტვის შეშუპება გამოიწვია. არგენტინის პროკურატურა მარადონას ექიმების შესაძლო დაუდევრობას იძიებს.