მარგველაშვილს ნახევარფინალამდე ერთი მოგება აშორებს

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) მეორე წრეც წარმატებით გაიარა და ნახევარფინალამდე ერთი მოგება აშორებს. 

მარგველაშვილმა მერვედ ფინალში რუმინელი ბორის დუმიტრესკუ დაამარცხა და 1/4 ფინალში ფრანგ კილიან ლებლუშს დაუპირისპირდება.

ფინალური დაპირისპირებები 19:00 საათზე დაიწყება.