მარიამ ჯანაშვილმა პირველი დაპირისპირება მოიგო - ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

დღეს ლისაბონში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი ასპარეზობს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას პირველ დღეს, ხუთი ძიუდოისტი დაიცავს.

52კგ-ში მოასპარეზე მარიამ ჯანაშვილმა პირველ შეხვედრაში პორტუგალიელი იოანა დიეგო სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ამავე წონაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა დაასრულა.