მასობრივი ჩხუბი ამერიკის კოლეჯის საკალათბურთო ლიგაში - VIDEO

ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლეჯის ლიგის ერთ-ერთ საკალათბურთო მატჩში მასობრივი ჩხუბი მოხდა. ინციდენტი კანზასურ დერბის მოჰყვა, რომელშიც ერთმანეთს „კანზას სტეიტსისა“ და „კანზას იუნივერსიტის“ გუნდები ხვდებოდნენ. ჩხუბი თამაშის დასრულებამდე ერთი წამით ადრე დაიწყო. მომხდარის გამო სამი მოთამაშე დისკვალიფიკაციით დასაჯეს.