მბაპემ იბრაჰიმოვიჩის რეკორდი მოხსნა

ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, კილიან მბაპე, თანამედროვე ფეხბურთში რეკორდებს ამყარებს.

ამჯერად, 22 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი მოხსნა. პსჟ-ში თამაშისას საფრანგეთის ჩემპიონატში ის თვის მოთამაშედ 5-ჯერ დასახელდა.

თუმცა მბაპემ აგვისტოს ჯილდოთი ამ მიღწევას აჯობა. ახლა ფეხბურთელს ლიგა 1-ის ექვსი ასეთი მიღწევა აქვს.

ზაფხულის ბოლო თვის განმავლობაში თავდამსხმელმა გოლი+პასის სისტემით 5 ქულა მიიღო (3+2). საერთო ჯამში, ამ სეზონში მბაპემ რვა მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ოთხჯერ პარტნიორებს დახმარება გაუწია.