"მე ვარ ფეხბურთელი და ვარ გეი" - კავალოს COMING-OUT - VIDEO

ნახევარმცველი ჯოშ კავალო ავსტრალიის A ლიგის პირველი მოქმედი ფეხბურთელია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ გეია. 

21 წლის ფეხბურთელმა განცხადება სოციალური ქსელით გააკეთა, - “მე ვარ ფეხბურთელი და ვარ გეი” , თქვა მან. 

 “ამ მომენტამდე, განვლილი გზა გრძელი იყო. 6 წელზე დიდხანს ვებრძოლე საკუთარ თავს. მიხარია, რომ ეს ტვირთი მხრებიდან მოვიშორე, 

...........მე ვიცი, რომ სხვებიც არიან და საჯაროდ თქმას ჯერ ვერ ახერხებენ. მინდა, მათ ამის შეცვლაში დავეხმარო,”-  წერს კავალო ტვიტერის საკუთარ გვერდზე.