მერაბ დვალიშვილი რეი ბორგთან აღარ იჩხუბებს

14 ივნისს, ლას ვეგასში UFC-ს მორიგი ღონისძიება გაიმართება. ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებულ ინტერესს მერაბ დვალიშვილის ბრძოლა იწვევს, რომელიც რეი ბორგს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა რეი ბორგი ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მერაბი ამერიკელ გუსტავო ლოპესს შეხვდება, რომელსაც UFC-ში დებიუტი აქვს. ლოპესს პროფესიონალურ კარიერაში 11 მოგება და 4 მარცხი აქვს.