მერაბ დვალიშვილი საუკეთესო თხუთმეტეულშია

UFC-ის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ქვემსუბუქი წონის საუკეთესო თხუთმეტეულშია.

პიოტრ იანის გაჩემპიონების შემდეგ, რომელმაც ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა და პირველად კარიერაში ქამარი მოიპოვა, ორგანიზაციის ვებგვერდზე საუკეთესო თხუთმეტეულში ქართველი სპორტსმენი გამოჩნდა. მისი სახელის გასწვრივ აბრევიატურა „NR“ წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენს წარსულში ნომრიანი რეიტინგი არ ჰქონდა.