მესი EL Mundo-ს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

კატალონიური გრანდის არგენტინელი თავდამსხმლი ლიონელ მესი აპირებს EL Mundo-ს უჩივლოს, რომელმაც „ბარსელონასთან“ მისი კონტრაქტის დეტალები გამოაქვეყნა.

 მესის ადვოკატი აგრეთვე იკვლევს იმ ადამიანების ვინაობას, რომლებსაც ხელშეკრულების პირობებზე ხელი მიუწვდებოდათ.

EL Mundo-ს მტკიცებით,  2017 წლის 30 ივნისიდან (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი) კონტრაქტის ამოწურვამდე კატალონიურ კლუბი არგენტინელ ფორვარდს 555 237 619 ევროს გადაუხდის, დღემდე კი ლიონელმა „ბარსელონასგან“ უკვე მიიღო 511 540 545 ევრო.