მესიმ ეფექტური გოლი მარადონას მიუძღვნა - VIDEO

კატალონიის "ბარსელონამ" ლა ლიგაში "ოსასუნას" უმასპინძლა და ანგარიშით 4-0 დაამარცხა. 

მატჩის ყველაზე გამორჩეული მომენტი დიეგო მარადონას "მემკვიდრემ", ლიონელ მესიმ შექმნა. 

არგენტინელი 73-ე წუთზე ეფექტური მოძრაობებით მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა და შესანიშნავი გასროლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გასაკვირი არაა, რომ გატანილი გოლი მან სწორედ გარდაცვლილ თანამემამულეს მიუძღვნა.