მესიმ "ოქროს ბურთი" მეშვიდედ მოიგო

პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი 2021 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.

34 წლის ფეხბურთელმა ეს ტიტული კარიერაში მეშვიდედ მოიგო და ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

2021 წელს მესიმ "ბარსელონასთან" ერთად ესპანეთის თასს დაეუფლა და ლა ლიგას საუკეთესო ბომბარდირი გახდა 30 გოლით, არგენტინის ნაკრებთან ერთად კი კოპა ამერიკა მოიგო.

მესიმ "ოქროს ბურთი" 2009-2012, 2015 და 2019 წლებში მოიგო.