მეტელკინამ და პარკმანმა ფიგურული ციგურაობაში საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანეს

15-17 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ფიგურულ ციგურობაში საერთაშორისო ტურნირი– 2nd Budapest Trophy 2021 გაიმართა.

მასში მონაწილეობდნენ ქართველი მოციგურავეები – ალინა ურუშაძე (ერთეული ქალები) და ანასტასია მეტელკინა-დანიილ პარკმანის სპორტული წყვილი.

მეტელკინამ და პარკმანმა ორი პროგრამის ჯამში 188,03 ქულით მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ალინა ურუშაძემ მე-5 ადგილი დაიკავა და პოზიციები მხოლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონ რუს სპორტსმენებსა და აზერბაიჯანელ მოციგურავეს დაუთმო.