მიკ შუმახერი "ფორმულა 2-ის“ ჩემპიონი გახდა

"ფორმულა 1-ის" შვიდგზის ჩემპიონის მიხაილ შუმახერის ვაჟი, მიკ შუმახერი "ფორმულა 2"-ის მიმდინარე სეზონის ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ BBC Sport წერს.

ფინალური ეტაპის მეორე რბოლაში, რომელიც ბაჰრეინში გაიმართა, შუმახერმა მე–18 ადგილი დაიკავა, თუმცა საერთო ჩათვლაში მის კონკურენტ კალუმ ილოტს 14 ქულით გაუსწრო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  ჩემპიონატის ბოლოს შუმახერმა 215 ქულა დააგროვა. 

"ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, რომ ჩემპიონი ვარ, ალბათ ამას რამდენიმე დღეში გავაცნობიერებ. უკეთესი იქნებოდა დღეს კარგი რბოლა რომ გვქონოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩემპიონები გავხდით", - განაცხადა შუმახერმა.