მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ მხარდაჭერით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით, ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ ფინალი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს ქალაქ თბილისის N126-ე და N115-ე საჯარო სკოლის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ გამარჯვებული N115-ე საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

სასკოლო ლიგა მიმდინარე წლის 10 აპრილს დაიწყო და მასში თბილისის 100-მდე საჯარო სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ბაზაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეიქმნა, რომელიც 2021 წლის 12-15 აგვისტოს, უკრაინაში (ქ. კიევი) მინი ფეხბურთის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

სასკოლო ლიგა ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს დააფუძნა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემითა და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით მას შემდეგ წარმატებით ხორციელდება.