მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში გავიდა

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში გავიდა. მან ევრიპტელ ზიად ელსისს სძლია. შეხვედრა ანგარიშით 15:12 დასრულდა. 

ბაზაძე მეოთხედფინალში ტურნირის ფავორიტს, მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერ კორეელ სანგუკ ონს შეხვდება.