მორის ყვითელაშვილმა ოლიმპიური საგზური მოიპოვა

მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ოლიმპიური საგზური მოიპოვა. ეს ქართველი სპორტსმენებისთვის დღეს მიღწეული მეორე გამარჯვება იყო. 

ალინა ურუშაძის შემდეგ მორის ყვითელაშვილმაც შეძლო და იმ 23 სპორტსმენს შორის მოხვდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, ოლიმპიური საგზურების მფლობელები გახდნენ. 

მორისმა ორ პროგრამაში ჯამური 231,81 ქულა მოიპოვა.