მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

ქართველმა სპორტსმენმა საბა ქუმარიტაშვილმა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოციგავეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩინეთის დედაქალაქში 4-20 თებერვალს გაიმართება. 

ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება.