მსოფლიო ჩემპიონატზე ბერუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბელგრადში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.  ქართველმა თემურ ბერუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში მან მოლდაველი ვასილ დიაკონი დაამარცხა და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, ბელგრადში ბერძნულ-რომაულით სტლით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედლები ლერი აბულაძემ და აივენგო რიკაძემ მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ფრიდონ აბულაძე გახდა.