მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი ვერცხლი მოიპოვა

ბუდაპეშტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილის 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი ვერცხლი მოიპოვა. მედლებს დაეუფლნენ ლევან ქავჟარაძე და გურამ ხეცურიანი, რომლებიც 63 კგ და 87 კგ კატეგორიებში ასპარეზობდნენ. 

ქავჟარაძე ახლოს იყო ჩემპიონობასთან. ფინალში ის ირანელ დალხანის ამარცხებდა (6:2), თუმცა, შეხვედრის ბოლო წუთებზე გაშვებული გდებით მარცხი განიცადა. ხეცურიანმა ფინალი უკრაინელ სემიონ ნოვიკოვთან 1:6 წააგო.

მსოფლიოს 6 გზის ჩემიპონმა, ზვიად პატარიძემ კი ფინალური შეხვედრის გამართვა ტრამვის გამო ვერ შეძლო. შედეგად, ავტომატურად მეორე ადგილზე გავიდა.

97 კგ წონით კატეგორიის ფინალში იბრძოლებს დღეს გიორგი მელია. ის ფინელ მეტოქეს შეხვდება. დღესვე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება აივენგო რიკაძეც.