NBA-ს ლეგენდა "ბრუკლინს" გაწვრთნის

„ბრუკლინს ნეთსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ნიუ იორკულ კლუბს მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ლეგენდარული სტივ ნეში უხელმძღვანელებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს. ჟურნალისტის ინფორმაციით, ლეგენდარულმა კანადელმა „ბრუკლინთან“ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.