NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი ეწოდა

NBA-ს All Stars-ის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო კობი ბრაიანტის სახელობის იქნება. ამის შესახებ ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა განაცხადა

"კობი ბრაიანტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის All Star თამაშის განუყოფელი ნაწილი იყო. ის ყოველთვის ახერხებდა, შეჯიბრებოდა საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის და ეჩვენებინა თამაშის უმაღლესი კლასი კალათბურთის მილიონობით გულშემატკივრისათვის", - თქვა სილვერმა. 

კობი ბრაიანტის სახელობის ჯილდოს დღეს პირველად გადასცემენ გამორჩეულ კალათბურთელს. მის მფლობელს მედია და გულშემატკივარი ერთად გამოავლენს. 

ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი 26 იანვარს ვერტმფრენის კატასტროფისას დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა მისი 13 წლის შვილი ჯინაც.