NBA-ს ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდგინდა

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში, "კორონავირუსის" მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ორი თანაგუნდელის მსგავსად, ვირუსი იუტა "ჯაზის" ლიდერს, დონოვან მიჩელს აღმოაჩნდა. ამის შესახებ Espn-ის ჟურნალისტი ედრიან ვოჯნაროვსკი იტყობინება. შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ, ინფექცია "ჯაზმენების" ორ კალათბურთელს, რუდი გობერსა და ემანუელ მუდიაისაც დაუდასტურდათ.