სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს. ის დრაფტზე ინდიანა პეისერსმა აირჩია, მაგრამ მილუოკი ბაქსიში გაიცვალა და ქართველი კალათბურთელი კარიერას სწორედ იქ დაიწყებს. მამუკელაშვილი მეორე რაუნდის 24-ე ნომრად (ჯამში 54-ე) აირჩიეს.
სანდრო ისტორიაში მე-7 ქართველია, რომელიც NBA-ის დრაფტებზე აირჩიეს.
ამ დრომდე კალათბურთის უმაღლეს ლიგაში ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძეს აქვთ ნათამაშები.