ნეიმარს 34.6 მილიონ ევროს ედავებიან

ესპანეთის ფინანსთა სამინისტრო „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარს გადასახადების გადაუხდელობაში ადანაშალებს. მისი დავალიანება 34.6 მილიონ ევროს შეადგენს.

ნეიმარი ესპანეთში 2013-17 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც საფრანგეთის ჩემპიონატში სათამაშოდ გადავიდა.