ნიკა კაჭარავა პოლონური გუნდის ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა პოლონური კლუბის, პოზნანის „ლეხის“ ფეხბურთელი გახდა. ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

ნიკა კაჭარავა თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ღირსებას იცავდა. ნიკა უახლოეს საათებში ახალ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ რომ ქართველ ფორვარდი პოლონეთის ჩემპიონატში აქამდეც თამაშობდა. 2017-18 წლებში იგი კელჩეს „კორონას" რიგებში ასპარეზობდა.