ნიკა კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში თურქეთის სახელით მოჭიდავე რამაზან სარი დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 6:4 დასრულდა. 

ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ირაკლი მწითური 92 კილოგრამ კატეგორიაში იბრძოლებს ოქროს მედლისთვის. ის უკრაინელ დანიილ პიდლიპინეცს დაუპირისპირდება.