ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ქართველმა ესპანელი ჩოგბურთელის, ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგობა ვერ დაძლია. ვერდასკომ ბასილაშვილს ოთხ სეტში მოუგო. სამწუხაროდ ქართველმა ჩოგბურთელმა ღია პირველობაზე მიღწეული შარშანდელი შედეგის გამეორება ვეღარ მოახერხა. შედეგად ნიკოლოზ ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა დაკარგა.