ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია

დოჰას ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა გაიმარჯვა. ის ესპანელ ბაუტისტა აგუტის შეხვდა და ორ სეტში ანგარიშით 7:6(5), 6:2 დაამარცხა. 

მატჩი საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. 

ბასილაშვილმა ფინალამდე ჯონ მილმანი, მალეკ ჯაზირი, ტეილორ ფრიტცი და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა. 

დოჰას ტურნირზე გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 250 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.