ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსზე ფინალში გავიდა. მან ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 24-ე ჩოგანი, ნორვეგიელი კასპერ რუდი 2 სეტქში დაამარცხა. 

ფინალში ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგის 44-ე ჩოგანს, გემანელ იან შტრუფს შეხვდება. 

შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.