ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსის გამარჯვებულია

ნიკოლოს ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსის გამარჯვებულია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა BMW Open-ის ფინალში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი 2 სეტში - 6:4, 7:6 (7:5) დაამარცხა და ATP-ის მეხუთე ტიტული მოიპოვა.

გერმანიაში გამართულ ტურნირზე (ATP Tour 250) ბასილაშვილმა ჯამში 5 შეხვედრა მოიგო და 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.