ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი წაგებით დაიწყო

საქართველოს ნომერ პირველმა და მსოფლიოს 27-ე ჩოგანმა სეზონი წაგებით გახსნა. ოჟე-ალიასიმთან ნიკოლოზ ბასილაშვილს აქამდე ორი წაგება და არც ერთი მოგება ჰქონდა.

ბასილაშვილმა დღევანდელი შეხვედრის პირველი პარტია ოჟე-ალიასიმთან – 4:6 წააგო.  მეორე სეტში კი, კანადელის გეიმებში მხოლოდ სამი ქულა აიღო. ოჟე-ალიასიმმა საათსა და 18 წუთში 6:4, 6:1 მოიგო და მეორე წრეში გავიდა.

ბასილაშვილმა აღნიშნული შეხვედრაა 2 ეისითა და 8 ორმაგი შეცდომით დაასრულა.

პანდემიის გამო, იძულებითი 6 თვიანი პაუზის შემდეგ, მამაკაცთა პროფესიული ტურნირს ცინცინატის „მასტერსი“,  ნიუ იორკი მასპინძლობს.