ნიკოლოზ ესართიამ სამი მედალი მოიპოვა

საუდის არაბეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ ესართიამ ატაცში 124/128 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა აკვრაში 154/159 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ასეთივე შედეგი აქვს ორჭიდის ჯამში მოგროვილი 287 კილოგრამითაც.

ჯამში, მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლო ესართიამ ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.