ნიკოლოზ სეხნიაშვილმა MGM-ის სადებიუტო შეხვედრაში გაიმარჯვა

ქართველმა მოკრივე ნიკოლო სეხნიშვილმა MGM-ის სადებიუტო შეხვედრაში გაიმარჯვა. ის ამერიკელ ისაია ჯონსს შეხვდა. ქართველმა სპორტსმენმა უპირატესობა ექვს რაუნდში ქულებით 60:54: 60:54; 59:55 მოიპოვა. 

ლას ვეგასში გამართული დაპირისპირება 26 წლის ქართველი სპორტმესმენისათვის კარიერაში მეექვსე პროფესიონალური ბრძოლა იყო. აღსანიშნავია, რომ მან ექვსივე გამარჯვებით დაასრულა. 

აქედან ოთხი შეხვედრა ნოკაუტით დააგვირგვინა.