ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. თიბილაშვილი ფინალურ ეტაპზე ჩინელ მეტოქე ბიან ძინთან ანგარიშით 7:15 დამარცხადა.

ეს საქართველოს დელეგაციის მიერ პირველი მედალია. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშები გუშინ დაიწყო, საქართველო 14 პარასპორტსმენით, სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.