ნინო ბაციაშვილი ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი, ქალთა შორის ახლახან დასრულებულ ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ნინომ, 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა.

მეოთხე შედეგი აჩვენა ქალთა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა ნინო ხომერიკმა.

ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი 16-31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ტურნირში საქართველოდან სხვასხვა ეტაპებზე 70-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.