ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა

ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო. მან 10 მეტრიდან პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე 567 ქულა მოიპოვა და 31-ე შედეგი აჩვენა. 

სალუქვაძე რამდენიმე დღეში 25-მეტრიანი სროლის შეჯიბრში გამოვა.