ლეგენდარუმა ტყვიის მსროლელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში გასვლა ვერ შეძლო. ორდღიანი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ სალუქვაძემ ჯამური 578 ქულა დააგროვა და 44 სპორტსმენს შორის 25-ე ადგილზე გავიდა.
სალუქვაძემ კვალიფიკაციის პირველ დღეს ასეთი შედეგი აჩვენა - 94, 98, 99 ქულა და ჯამური 291, რაც მე-7 შედეგი იყო.
ცნობისთვის, სალუქვაძემ მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა, რაც ქალებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია. ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში, 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.