ნოემბრის ბაშოზე ტოჩინოშინი მეხუთედ დამარცხდა

33 წლის ქართველმა სუმოისტმა მონღოლ მეტოქე იჩინოჯოსთან წააგო. 

მოწინააღმდეგემ გორგაძე დოჰიოდან იორიკირის ილეთით გაიყვანა.

ათი ბრძოლის შემდეგ ტოჩინოშინის ანგარიშზე 5 მოგება და 5 წაგებაა. 

ხვალ, ქართველი სპორტსმენი კირიბაიამას შეხვდება, რომელთანაც აქამდე ჩატარებული 9 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ მოიგო.