ნონა გაფრინდაშვილი ისევ მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. მან 11 შესაძლებლიდან 8.5 ქულა დააგროვა და უკვე მეშვიდედ ვეტერანი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.

ის პირველი ქალი მოჭადრაკეა, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო; ხუთჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი; მოპოვებული აქვს 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროც.

60 წელს ზემოთ ასაკის ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატს ბუქარესტმა უმასპინძლა.