ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკაში ითამაშებს

ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაადასტურა რომ ამერიკის ღია პირველობაზე და ცინცინატის „მასტერსზე“ ითამაშებს. 

„მოხარული ვარ დავადასტურო, რომ წელს მონაწილეობას მივიღებ ცინცინატის „მასტერსში“ და აშშ-ის ღია პირველობაში. ეს რთული გადაწყვეტილებაა, რომელსაც სხვადასხვა მხრიდან წამოსული პრობლემები უშლიდა ხელს, მაგრამ ისევ თამაშის პერსპექტივა ძალიან აღმაფრთოვანებს“. – დაწერა 33 წლის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა "ინსტაგრამზე". 

„მასტერსი“ 22 აგვისტოს დაიწყება, ამერიკის ღია პირველობა – 31 აგვისტოს.

ცნობილია, რომ ჯოკოვიჩის მთავარი კონკურენტები – რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი ამერიკულ ტურნირებში არ ითამაშებენ.