ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს

ტოკიოს ოლიმპიადაზე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, უსაფრთხოების მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოლიმპიადის ყველა მონაწილე ვალდებული იქნება გაიკეთოს ორი PCR ტესტი იაპონიაში გამგზავრებამდე.  ამასთან, ტესტებს ყოველდღიურად ჩაიტარებენ არა მხოლოდ სპორტსმენები, არამედ ის პირებიც, ვისაც მათთან კონტაქტი აქვთ. 

თამაშების ყველა მონაწილე ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია როგორც სპორტსმენებთან, ასევე ნებისმიერი იაპონელთან. ისინი იძულებულნი იქნებიან გადაადგილდნენ მხოლოდ სპეციალური მანქანების საშუალებით. ასევე, არ აქვთ საჯაროდ გადაადგილების უფლება.

საჭმლის მიღებას მხოლოდ იმ ადგილებში შეძლებენ, სადაც სპეციალური ნორმებია გათვალისწინებული.  სპორტსმენებს არ ეკრძალებათ  საკვების გამოძახება.

ყველა მონაწილისთვის აუცილებელია ნიღბის ტარება. გარდა ამისა, სპორტსმენებს მოეთხოვებათ გამოიყენონ სპეციალური პროგრამა, რომელშიც პირები მუდმივად აღნიშნავენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას.