ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს ბინა აჩუქეს - VIDEO

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს საჩუქრად ბინა გადასცეს. ზურა კახაბრიშვილმა საჩუქრის შესახებ არაფერი იცოდა, ამაზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ იზრუნა და კომპანიის ოფისში ექიმი ისე დაიბარა, რომ მან რეალური მიზეზი ადგილზე მისვლამდე არ იცოდა. 

"ძალიან დიდი ღვაწლი აქვს მას ჩვენს მიღწევებში, მოგეხსენებათ სპორტი ტრავმებთან ასოცირდება. მან უდიდესი შრომა გასწია ოლიმპიადაზე იმისთვის, რომ ჩვენ მედლები მოგვეპოვებინა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ყველა ექიმს, ზურა არის ის ადამიანი, რომელსაც ექიმების ძალიან კარგი გუნდი ჰყავს" - თქვა ლაშა ტალახაძემ. 

"დიდი მადლობა, მიხარია რომ დააფასეთ სპორტსმენების დიდი ღვაწლი... მეამაყება, რომ ამ თაობასთან მომიწია ამ სიხარულის გაზიარებამ" - თქვა კახაბრიშვილმა.