ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის გადაიდო - განახლებულია

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, შინძო აბე აცხადებს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტთან, თომას ბახთან შეთანხმებას მიაღწია და ოლიმპიადა 2020 ერთი წლით გადაიდო. BBC-ის ინფორმაციით მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტი ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს, თუმცა როგორც ჩანს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიური თამაშები 2021 წელს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ერთი წლით გადავადების მიუხედავად მას მაინც "ტოკიო 2020" ერქმევა.