ოსაკაში ბაშო უმაყურებლოდ ჩატარდება

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, იაპონიის სუმოს ასოციაციამ მარტის ბაშოს უმაყურებლოდ ჩატარება გადაწყვიტილება მიიღო. საინტერესოა, რომ ოსაკაში 8-22 მარტს გასამართი სუპერტურნირის გაუქმებას აპირებდნენ, თუმცა ასოციაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიიღო. შედეგად ბაშო მაინც გაიმართება, ოღონდ მაყურებლების გარეშე. მსგავსი რამ 1945 წლის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით პირველად მოხდა.