პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს

პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილის ვერცხლის შემდეგ ფინალურ ბლოკში ონისე სანებლიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლუკა მაისურაძეც მესამე ადგილს დასჯერდა.

მანამდე, გუშინდელ შეხვედრაზე ეთერ ლიპარტელიანმა შეჯიბრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.