პატრიარქმა ოლიმპიური სპორტსმენები დალოცა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა. მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან ერთად ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დალოცა, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავდებიან.

მისმა უწმინდესობამ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს უკვე ტოკიოში მყოფი საქართველოს სპორტსმენები და გამარჯვება უსურვეს ყველას.