პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე 31 აგვისტოს სან-პაულოს კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. ფეხბურთელის თქმით, ჰოსპიტალიზაცია გეგმიური იყო ის ჯერ კიდევ თებერვლის თვეში დაიგეგმა. 

"მეგობრებო, ჩემი ჯანმრთელობა იდეალურ მდგომარეობაშია. გავდივარ გეგმიურ გამოკვლევას", - წერს პელე Twitter-ზე. 

მანამდე ბრაზილიური გამოცემა O Dia წერდა, რომ პელე სან--პაულოში, ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის მოულოდნელად ცუდად გახდა. გამოცემის ცნობით, ფეხბურთელი  ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. თუმცა, მოგვიანებით 80 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული ცნობა უარყო.

პელე  23 ოქტომბერს 81 წლის გახდება.