პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო ესპანეთს უგებს

საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ესპანეთს გოლი გაუტანა. 

შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობს.  ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის 44-ე წუთზე შეძლო და უნაი სიმონის კარი აიღო. 

ამ დროისთვის მატჩში ტაიმთა შორის შესვენებაა. მეორე ნახევარი რამდენიმე წუთში დაიწყება.