პოლონური იაგელონიის იუბილე გულშემატკივრებმა გრანდიოზულად აღნიშნეს - VIDEO

პოლონეთის ქალაქ ბელოსტოკის გუნდი იაგელონია, 100 წლის გახდა. საყვარელი გუნდის იუბილე გულშემატკივრებმა ორიგინალური და რაც მთავარია ულამაზესი ფორმით აღნიშნეს. ზუსტად 19:20 საათზე ფანებმა ქალაქის ცენტრში გრანდიოზული მაშხალები აანთეს. ექსტრაკლასის წლევანდელი გათამაშების 20 ტურის შემდეგ ბელოსტოკელები სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილს იკავებენ და ლიდერ, ვარშავის ლეგიას, 9 ქულით ჩამორჩებიან.